რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა - გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე
რომის პაპმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა - გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე

გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე, – ამ სიტყვებით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, სიკვდილისა და ნგრევის მრისხანება კვლავ მძვინვარებს და კონტრპოზიციები გაძლიერდა, რაც იწვევს ესკალაციას, რომელიც უფრო და უფრო საშიშია ყველასთვის.

რომის პაპმა ხელისუფლებაში მყოფებს მოუწოდა, შეცვალონ კურსი, დაიწყონ რეალური დისკუსიები და კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის.

„მე ვიმეორებ ჩემს მიმართვას მათ მიმართ, ვინც მართავს ერებს: ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე. გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას განადგურებამდე! დღეს, საყვარელ უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში, ახალი ომის კოშმარი ისევ დაეცა კაცობრიობას. ეს არის ღვთის ოცნების უარყოფა: ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს კლავენ, ადამიანები, რომლებიც დაახლოების ნაცვლად, იძულებით ტოვებენ თავიანთ სახლებს. დაე, შესმენილ იქნას დატანჯულთა სასოწარკვეთილი ძახილი. დაე, გაიმარჯვოს ადამიანის სიცოცხლის პატივისცემამ; შეწყდეს ქალაქებისა და სოფლების ნგრევა“, – აღნიშნა რომის პაპმა.