არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებს რომის პაპისგან – ეს არის ჩვრისგან დამზადებული ბურთი. ეს ჯილდო „ბარსელონას“ ლიდერმა მიიღო კოპა ამერიკაზე გამოსვლის სანაცვლოდ, – იტყობინება Sport.es.
ბურთი დამზადებულია ნაჭრისგან მოზამბიკელი ბავშვების მიერ, ამ ჯილდოს კი კურთხევა მისცა თავად რომის პაპმა.
იტყობინებიან, რომ ეს ბურთი არის სიმბოლო მონდომების, სოლიდარობის, პატიოსნების, ინდივიდუალური თვისებების, აგრეთვე, პატივისხემის.
ჯილდოს მფლობელი აირჩიეს ხმის მიცემის მეშვეობით, რომელიც ჩაატარეს რომის პაპის მფარველობის ქვეშ მყოფი სკოლების მოსწავლეებს შორის.
მესიმ ამ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა ხმების 34.28 პროცენტით, მეორეზე გავიდა პერუელი ედისონ ფლორესი (15.56 პროცენტი), მესამეზე – ასევე პერუელი პედრო გალიესე (11.28 პროცენტი).