რომის პაპი - მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ხელისუფლებას, აღდგეს შავი ზღვის ინიციატივა და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს
რომის პაპი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, აღადგინონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
„მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რათა აღდგეს შავი ზღვის ინიციატივა და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს“, – განაცხადა რომის პაპმა.
წმინდა პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა ხალხს მოუწოდა, განაგრძონ ლოცვა „უკრაინისთვის, სადაც ომი ანადგურებს ყველაფერს, მარცვლეულსაც კი“. რომის პაპმა ამ ფაქტს „ღმერთის მძიმე შეურაცხყოფა“ უწოდა.
მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურს უკრაინის ომისთვის სამშვიდობო მისიის შექმნა სთხოვა.