ტრაგიკული ინციდენტი მოხდა რომის მეტროში. „რომასა“ „ცსკა“-ს შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, რომის მეტროს ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე ესკალატორი გამოვიდა მწყობრიდან.
გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ (La Repubblica) ინფორმაციით, დაზარალდა მოსკოვური კლუბის დაახლოებით 20 გულშემატკივარი. მათგან შვიდი მძიმე მდგომარეობაშია, ერთმა კი ფეხი დაკარგა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარია მოსკოველმა ფანებმა თავად გამოწვიეს, რადგან ესკალატორზე დახტოდნენ.