საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ახალწვეული, სლოვენიელი მცველი მატია რომი წარადგინა.
„საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 24 წლის სლოვენიელი მცველი, მატია რომი დაიცავს, რომელიც „თელავში“ ექვსნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფეხბედნიერი იყოს, მატია, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები „თელავთან“ ერთად“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მატია რომი
დაიბადა: 1998 წლის 1 ნოემბერს;
სიმაღლე: 184 სმ;
წონა: 82 კგ;
ამპლუა: მცველი;
ბოლო კლუბი: „შიბენიკი“ (ხორვატია).
მატია რომის კარიერა სლოვენიურ კლუბ „დომჟალეში“ 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს ხორვატიაში, „ინტერ ზაპრეშიჩში“ გადაბარგდა. რომი 2021 წლიდან სეზონ-ნახევარი ითამაშა უკრაინულ კოვალიოვკას „კოლოსში“, ბოლოს კი ხორვატულ „შიბენიკში“ გამოდიოდა.
„თელავის“ ახალწვეულს სლოვენიის ყველა (17, 19, 21-წლამდე) ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2016/17 წლების სეზონში „დომჟალეში“ სლოვენიის თასი აქვს მოგებული.