რომელუ ლუკაკუმ და „ნაპოლიმ“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
რომელუ ლუკაკუმ და „ნაპოლიმ“ კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ „ნაპოლის“ დატოვებს, – იტყობინება გამოცემა Gazzetta dello Sport-ი.

წყაროს ცნობით, მხარეები ორმხრივი შეთანხმებით მივიდნენ კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებამდე, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში. აღნიშნავენ, რომ 33 წლის ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში ან თურქეთში გააგრძელოს. მისი შეძენით ასევე დაინტერესებულია „მილანი“.

ლუკაკუ „ნაპოლიში“ „ჩელსიდან“ 2024 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე მხოლოდ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მარტში ბელგიელს კონფლიქტი ჰქონდა „ნაპოლისთან“, რადგან სანაკრებო მატჩების შემდეგ კლუბში არ დაბრუნდა და ბელგიაში პირად მწვრთნელთან ვარჯიშობდა, რაც არ ყოფილა შეთანხმებული იტალიურ მხარესთან.