სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ახლოსაა, ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დაიმატოს.
ლუკაკუს „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად განიხილავს, რომელიც გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს და, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გუნდს დატოვებს.
„ჩელსიმ“ ბელგიელის თაობაზე იტალიელებისგან პირველი წინადადება უკვე მიიღო და განხილვის პროცესშია. თავის მხრივ, ინგლისური კლუბი ვიქტორ ოსიმენის გადაბირებითაც ინტერესდება, თუმცა მის ტრანსფერს დამოუკიდებლად მოიაზრებს და ჯერ ლუკაკუს გასხვისებაზეა ორიენტირებული.
31 წლის რომელუ ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით „რომაში“ გაატარა, სადაც მან 47 მატჩში 21 გოლი გაიტანა.