სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას იტალიურ „რომაში“ გააგრძელებს.
ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი „ჩელსიდან“ „რომაში“ იჯარის წესით ითამაშებს. იტალიელები ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ ლონდონურ კლუბს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან.
თავად რომელუ ლუკაკუ „რომაში“ თამაშისთვის ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ბელგიელი ამ ერთი წლის მანძილზე 7 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც სრულად გადაიხდის „რომა“.
30 წლის ლუკაკუ „ჩელსიმ“ 2021 წელს 113 მილიონ ევროდ მილანის „ინტერიდან“ შეიძინა. გასულ ზაფხულს კი ის იჯარის წესით კვლავ „ინტერში“ დააბრუნა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.