ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა აგვისტოს თვის 5 გოლი გამოარჩია, რომელთაგან გულშემატკივრებმა საუკეთესო უნდა დაასახელონ.
აღსანიშნავია, რომ ტოპ-5-დან 3 გოლი „დინამო თბილისის“ მოთამაშეებმა გაიტანეს, ორი მათგანი კი უსმანე კამარას ანგარიშზეა. ხუთეულში შემდეგი გოლები მოხვდა:
იური ბატიუშინი, „დილა“-„სიონის“ (1:2)
უსმანე კამარა, „დინამო თბილისი“-„სიონი“ (5:1)
ილია ახვლედიანი, „სამგურალი“-„გაგრა“ (2:2)
უსმანე კამარა, „საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ (1:2)
გიორგი მოისწრაფიშვილი, „დინამო თბილისი“ – „დილა“ (3:0)