ამერიკულ კომპანია „ჯენერალ ამერიქან ქეფითალ პარტნერზ“-ს (General American Capital Partners) განიხილავს იტალიური საფეხბურთო კლუბის „რომას” შეძენის ვარიანტებს, იტყობინება „კორიერე დელა სერა“ (Corriere della Sera).
კომპანიის მფლობელი ჯო დაგროსა მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. აღსანიშნავია, რომ GACP-მა 2018 წელს ფრანგული კლუბი „ბორდო” იყიდა, მაგრამ გუნდის გულშემატკივრები ხელმძღვანელობით უკმაყოფილოები იყვნენ, ამიტომაც ერთი წლის შემდეგ კლუბს მფლობელი შეეცვალა.