„რომას“ თავდამსხმელით საქართველოში - კატანეცმა უზბეკეთის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
„რომას“ თავდამსხმელით საქართველოში - კატანეცმა უზბეკეთის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

სრეჩკო კატანეცმა იმ მოთამაშეთა გაფართოებული სია დაასახელა, რომლებიც უზბეკეთის ნაკრების ნოემბრის მატჩებში ითამაშებენ – მათ შორის, საქართველოს ნაკრებთან.

უზბეკეთის ნაკრების სლოვენიელმა მთავარმა მწვრთნელმა მთავარი დამრტყმელი ძალა გამოიძახა  – იტალიური „რომას“ თავდამსხმელი ელდორ შომუროდოვი, ტირასპოლის „შერიფის“ თავდამსხმელი იასურბეკ იახშობოევი, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში წვლილი გოლით შეიტანა, ასევე ბეალრუსული „ბატეს“ შემტევი შახბოზ უმაროვი, რომელმაც ბათუმის „დინამოსთან“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე არიან ნახევარმცველები ოტაბეკ შუკუროვი (ალ-შარდჯა) და იალოლიდინ მაშარიპოვი (ალ-ნასრი)

უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ელდორბეკ სუიუნოვი (ფახთაქორი), ვალიჟონ რახიმოვი (ალმალიკი-აგმკ), უტკირ იუსუპოვი (ნავბახორი), სანჟარ კუვატოვი (ფახთაქორი).

მცველები: ფარუხ საიფიევი, ხოჯიაკბარ ალიჟონოვი (ორივე – ფახთაქორი), იბროხიმხალილ იულდაშევი (ნიჟნი ნოვგოროდი), დავრონბეკ ხოშიმოვი (ნავბახორი), ისლომჯონ კობილოვი (ლოკომოტივი), რუსტამ აშურმატოვი (განგჯოუ), დოსტონბეკ ტურსუნოვი (ჩონცინი), ჯალოლიდინ იუმაბოევი (ლოკომოტივი), აბდულა აბდულაევი (ბუნიოდკორი).

ნახევარმცველები: ოდილჟონ ხამრობეკოვი, აბრორ ისმოილოვი, დოსტონბეკ ხამდამოვი, ხოჟიმატ ერკინოვი (ყველა – ფახთაქორი), სანჟარ კოდირკულოვი, იავოხირ სიდიკოვი (ორივე – ლოკომოტივი), იკრომ ალიბოევი (დეჟონი სიტიზენი), ოტაბეკ შუკუროვი (ალ-შარდჯა), აზიზ განიევი (შაბაბ ალ-აჰლი), იალოლიდინ მაშარიპოვი (ალ-ნასრი)

თავდამსხმელები: ელდორ შომუროდოვი (რომა), იასურბეკ იახშიბოევი (შერიფი), შახბოზ უმაროვი (ბატე), იგორ სერგეევი (ტობოლი), აზიზბეკ ამონოვი (ლოკომოტივი).

საქართველოსეროვნული გუნდი უზბეკეთის ნაკრებს 15 ნოემბერს უმასპინძლებს. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.