„რომას“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ნაპოლისთან“ მატჩის დროს ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდა #1TVSPORT
სერია A-ში „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩის დასაწყისი დაძაბული გამოდგა – რომაელები ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ხშირად უხეშობდნენ. 32-ე წუთზე ქართველს ჯერ რასმუს კრისტენსენი ეუხეშა, ხოლო რამდენიმე წუთში ბრაიან კრისტანტე, მსაჯმა ორივე ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დასაჯა.
ეს ორი გაფრთხილება „რომას“ ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გადაჭარბებულად ჩათვალეს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ხვიჩა სიმულაციაში დაადანაშაულა და მოედნის კიდესთნ მათ შორის შელაპარაკება მოხდა.
ბოლოს მოურინიო მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ვითარების განმუხტვის მიზნით ხვიჩას გადაეხვია, შემდეგ კი მსგავსი ჟესტი ვიქტორ ოსიმენის მიმართაც გააკეთა, რომელიც პორტუგალიელთან თანაგუნდელის მხარდასაჭერად მივიდა.