„რომას“ მწვრთნელი „ატალანტასთან“ განცდილ მარცხზე - ამ მატჩში ბიჭუნები კაცებს ეთამაშებოდნენ
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში „რომა“ „ატალანტას“ სტუმრობდა და დედაქალაქის გუნდმა სერია ა-ს ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში დიდი მარცხი იწვნია – 1:4.
რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ მატჩი შეაფასა და საკუთარი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა.
„მე არ ვცდილობ თავის მართლებას, – ციტირებს ფონსეკას სიტყვებს Football Italia. – პირველ ტაიმში გუნდი ინტენსიურად თამაშობდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში ბავშვებივით იქცეოდნენ. ეს იყო ბიჭუნების თამაში კაცების წინაღმდეგ.
„რომა“ გაწელილ, არააგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, რაც ფატალურია „ატალანტას“ მგავს გუნდთან. ეს არ იყო ფიზკური კონდიციების ბრალი, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემა და თამაშის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება“, – ამბობს „რომას“ მთავარი მწვრთნელი.