„რომას“ ძაპაკოსტას კიდევ ერთი სეზონით დატოვება სურს
„რომას“ ძაპაკოსტას კიდევ ერთი სეზონით დატოვება სურს

„რომას“ სურს, რომ „ჩელსისთან“ მცველ დავიდე ძაპაკოსტას იჯარის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება.

ძაპაკოსტა „რომაში“ ლონდონური გუნდიდან 2019 წლის აგვისტოში გადავიდა. კლუბებს შორის მოლაპარაკება მხოლოდ ნახევარი სეზონით იყო დადებული, თუმცა ითვალისწინებდა მის გაგრძელებას 2019/2020 სეზონის ბოლომდე.

იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონზე 27 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, რადგან მუხლის სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იტალიაში, ისევე, როგორც თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ჩემპიონატი შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია შეჯიბრების განახლებას 3 მაისამდე არ გეგმავს.