იტალიური „რომას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი იქნება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და უახლოეს მომავალში კონტრაქტი გაფორმდება.
„რომამ“ რამდენიმე საათის წინ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დანიელე დე როსი გაათავისუფლა. 41 წლის იტალიელი სპეციალისტი რომაულ გუნდს მიმდინარე წლის იანვრიდან ავარჯიშებდა.
49 წლის ხორვატ ივან იურიჩს იტალიის სერია A-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის „ტორინოს“, „პალერმოს“, „კროტონეს“, „ჯენოას“, „მონტოვასა“ და „ვერონას“ წვრთნიდა.
ამ მომენტისთვის „რომას“ 3 ქულა აქვს და იტალიის ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა.