„დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძე ჟურნალისტებს გუნდში მიმდინარე მოვლენები გააცნეს.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისურ კლუბს ამიერიდან ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გაწვრთნის.
„თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გახდა. მისი ჩვენს გუნდში მოსვლა დიდი პატივია. ჩვენ ახალ მწვრთნელთან ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, გაგრძელების პერსპექტივით და ის გუნდის ყველა სპორტულ მიმართულებას გაუძღვება. მჯერა, რომ მისი ხელმძრავნელობით გუნდი პროგრესს გააგრძელებს“ – განაცხადა რომან ფიფიამ.
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა კომენტარი ჩისკოსა და ესპანელი სამწვრთნელო სტაფის წასვლაზეც გააკეთა: „დიდი მადლობა ესპანელ სპეციალისტებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს. მთავარ მწვრთნელს, ფელის ვისენტეს სოციალური პრობლემები ჰქონდა, ჩისკოს კი ლიცენზია არ გააჩნდა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ამ პრობლემების გადაჭრა ყველანაირად ვცადეთ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა“.