რომან დოლიძემ კიევში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი მოიგო
რომან დოლიძემ კიევში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი მოიგო

უკრაინის დედაქალაქ კიევში, WWFC13-ის (World Warriors Fighting Championship) საერთაშორისო ტურნირის გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი რომან დოლიძე (6 მოგება – 0 წაგება) და გამოცდილი პოლონელი მიხალ პასტერნაკი (13-4). ბრძოლა ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა.

ჭიდაობის ოსტატმა დოლიძემ გადაწყვიტა არ გადაეყვანა პარტერში მოწინააღმდეგე და ბრძოლა დგომში წარმართა. თუ პირველ რაუნდში პასტერნაკი ოდნავ უფრო კარგად გამოიყურებოდა, მეორე ხუთწუთეულში ქართველმა თანდათან მოიპოვა დგომში უპირატესობა. დამაგვირგვინებელ ეპიზოდს მესამე რაუნდში ჰქონდა ადგილი, როცა დოლიძემ ბრუნით ეფექტური დარტყმა შეასრულა და პოლონელი ნოკაუტში გაუშვა.