რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში დაქვეითდა #1TVSPORT
რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში დაქვეითდა #1TVSPORT

4 თებერვალს UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ნასურდინ იმავოვს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ბრძოლამდე 35 წლის ქართველი საშუალო წონის რეიტინგში მერვე ადგილზე იყო. დაპირისპირების შემდეგ ორგანიზაცია UFC-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც დოლიძე დაქვეითდა და ამჟამად კლასიფიკაციაში მეათეა.

რომან დოლიძის ადგილი რეიტინგში მისმა მეტოქემ, ნასურდინ იმავოვმა დაიკავა, რომლისთვისაც ქართველთან გამარჯვება მე-13 იყო კარიერაში, ხოლო ქართველი მესამედ დამარცხდა.

თებერვალში შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში კიდევ ორი ქართველი იბრძოლებს. 18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს შეხვდება, ხოლო ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.