რომან დოლიძე ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ იბრძოლებს #1TVSPORT
რომან დოლიძე ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ იბრძოლებს #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 3 დეკემბერს ამერიკელი ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ცოტა ხნის წინ დოლიძეს დერეკ ბრანსონთან 11 ნოემბერს დაგეგმილი ჩხუბი გაუუქმდა, რადგან მეტოქემ გაურკვეველი მიზეზის გამო ოქტაგონზე გასვლა იუარა.

39 წლის ჯარედ კანონიერი UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მებრძოლად ითვლება ამ წონაში. კარიერის მანძილზე მან MMA-ში 23 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 17-ში გაიმარჯვა. 2022 წელს ის ისრაელ ადესანიას UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვისაც დაუპირისპირდა და დამარცხდა.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, 35 წლის ქართველი ამჟამად თავისი დივიზიონის რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა. რომანს MMA-ში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ოქტაგონიდან 12-ჯერ გამოვიდა გამარჯვებული. უშუალოდ UFC-ში მისი ბალანსია 6:2. უკანასკნელად დოლიძე მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა, 2023 წლის 18 მარტს იტალიელმა ქართველი დაამარცხა.