რომან დოლიძე - იკრამ ალისკეროვთან ბრძოლა UFC-ის ჩემთვის არ შემოუთავაზებია #1TVSPORT
რომან დოლიძე - იკრამ ალისკეროვთან ბრძოლა UFC-ის ჩემთვის არ შემოუთავაზებია #1TVSPORT

გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს ორგანიზაციაში მორიგი ჩხუბი იკრამ ალისკეროვთან (14 გამარჯვება, 1 მარცხი) უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ეს ინფორმაცია დოლიძემ გამოცემა Metaratings-თან უარყო.

როგორც დოლიძე ამბობს, ორგანიზაციას მისთვის ეს კონკრეტული ბრძოლა არ შეუთავაზებია.

„UFC-ისგან იკრამ ალისკეროვთან ჩხუბის შესახებ შეთავაზება არ მიმიღია. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არაა“, – განაცხადა რომან დოლიძემ.

თავდაპირველი ცნობით, ალისკეროვისა და დოლიძის ორთაბრძოლა 29 ივლისს უნდა შემდგარიყო – ქართველს პაოლო კოსტა უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა UFC-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა დაადასტურა, რომ ალისკეროვისა და კოსტას დაპირისპირება რამდენიმე კვირით გადაიწევს.

რომან დოლიძემ უკანასკნელი ჩხუბი მარვინ ვეტორისთან მარტში გამართა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.