თბილისის ”ლოკომოტივმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომან ჭანტურია ”ემპოლიდან” თბილისის ”ლოკომოტივში” გადავიდა.
საქართველოს ახალგარზდული საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი ქართულ კლუბში არენდის წესით ითამაშებს, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვეა. 21 წლის თავდამსხმელი ”ლოკომოტივში” 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ჭანტურიას ტრანსფერის 50-50 პროცენტი იტალიური ”ემპოლის” ეკუთვნის, სადაც 2013 წელს სწორედ ”ლოკომოტივიდან” გადავიდა. 4 წელი ”ემპოლის” 17 და 19 წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ”ემპოლის” მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. 2016 წელს, არენდით, პორტუგალიურ ”ოლიანენსეში” გადავიდა, შარშანდელი ზაფხულიდან კი იტალიურ ”პრატოში” თამაშობდა..
ჭანტურიამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 7-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდელთა ნაკრებების წევრი.