რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მმართველობა კლუბის საქველმოქმედო ფონდს გადასცა #1TVSPORT
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ მმართველობა კლუბის საქველმოქმედო ფონდს გადასცა #1TVSPORT

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი გამოვიდა ოფიციალური განცხადებით იმის თაობაზე, რომ მან საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მმართველობა ლონდონური კლუბის საქველმოქმედო ფონდს გადასცა.

„ჩელსის“ თითქმის 20-წლიანი მფლობელობის პერიოდში საკუთარ თავს კლუბის მეურვედ მივიჩნევდი, რომლის სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ ვიყოთ იმდენად წარმატებულები, რამდენადაც დღეს ეს შესაძლებელია. ასევე ვაშენებდით მომავალს და ამასთან, პოზიტიურ როლს ვთამაშობდით ჩვენს საზოგადოებებში.

ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მე კვლავაც ამ ღირებულებების ერთგული ვარ. სწორედ ამიტომაც, დღეს „ჩელსის“ მმართველობას გადავცემ კლუბის საქველმოქმედო ფონდს.

მიმაჩნია, რომ დღეს ისინი საუკეთესო მდგომარეობაში არიან, რათა იზრუნონ კლუბის, ფეხბურთელების, პერსონალისა და გულშემატკივრების ინტერესებზე“, – წერია აბრამოვიჩის ოფიციალურ განცხადებაში.