რომან აბრამოვიჩმა 120 მილიონ დოლარად ედუარდ მუნკის „ყვირილი“ შეიძინა
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა ნორვეგიელი ექსპრესიონისტი მხატვრის, ედუარდ მუნკის ცნობილი ნახატი „ყვირილი“ იყიდა.
ამის შესახებ იტყობინება ტელეგრამ-არხი Sotheby’s Life. რუსმა მილიარდერმა ნახატისთვის 120 მილიონი დოლარი გადაიხადა. მუნკმა „ყვირილი“ ოთხ ვერსიად დახატა. აბრამოვიჩის მიერ შეძენილი ნამუშევარი, ერთადერთი იყო, რომელიც კერძო კოლექციონერთან ინახებოდა.
„ყვირილი“ აბრამოვიჩმა ნიუ იორკში, „სოთბის“ აუქციონზე შეიძინა.