„რომას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი მინიმუმ სამი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. ამ ინფორმაციას რომაული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სომეხ ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაზიანება მან სერია A-ს მეექვსე ტურში „ლეჩეს“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
ამ სეზონში მხითარიანმა „რომას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.
იტალიის ჩემპიონატის ექვსი ტურის შემდეგ, „რომა“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.