იტალიური საფეხბურთო კლუბი „რომა“ ტურინის „იუვენტუსთან“ თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. როგორც „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) იტყობინება, რომაელები მზად არიან არგენტინელს კაპიტნის სამკლაური შესთავაზონ, რითაც დიდი შანსია გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვიონ.
თავად იგუაინს რომელიმე იტალიურ კლუბში გადასვლა არ სურს და სხვა ქვეყნის გუნდების შემოთავაზებებს განიხილავს.
2018/2019 წლების სეზონზე არგენტინელი იჯარით „მილანსა“ (22 მატჩი, რვა გოლი) და „ჩელსიში“ (18 მატჩი, ხუთი გოლი) ასპარეზობდა.