„რომამ“ დი ფრანჩესკო დაითხოვა
„რომამ“ დი ფრანჩესკო დაითხოვა

იტალიელი სპეციალისტი ეუსებიო დი ფრანჩესკო „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს, – იტყობინება დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ოთხშაბათს „რომამ“ 1:3 წააგო ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალი „პორტუსთან“ და ტურნირს გამოეთიშა, რამდენიმე დღით ადრე კი რომაულ დერბიში დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა „ლაციოსთან“.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ეუსებიოს გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვოთ მას წარმატება მომავალში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„რომა“ იტალიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა – 26 მატჩში მას 44 ქულა აქვს.