წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიური „რომას“ კაპიტანი დანიელე დე როსი კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რომას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
35 წლის ნახევარმცველი კარიერის გაგრძელებას სხვა კლუბში გეგმავს. „რომას“ შემადგენლობაში უკანასკნელ მატჩს დე როსი იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურში, „პარმას“ წინააღმდეგ, 26 მაისს ჩაატარებს.
დანიელე, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია, რომაელთა რიგებში 2002 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან იტალიის თასი ორჯერ, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.