მთავარი მწვრთნელობიდან მოურინიოს დათხოვნისა და მის ნაცვლად დე როსის დანიშვნის შემდეგ „რომამ“ პირველი მატჩი მოიგო.
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში რომაელები „ვერონას“ დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს.
ანგარიში მე-19 წუთზე რომელუ ლუკაკუმ გახსნა, რასაც მალევე პელეგრინის გოლიც მოჰყვა (25-ე წუთზე) და დე როსის შეგირდები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.
„ვერონამ“ საპასუხოდ მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, რომელიც 76-ე წუთზე მაიკლ ფოლორუნშომ გაიტანა.
რომაელებმა 21 ტურის შემდეგ 32 ქულა დააგოროვეს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე არიან, „ვერონა“ კი 17 ქულით მე-18 პოზიციაზეა.