„რომას“ ხელმძღვანელობას აქვს განზრახვა – თანამდებობიდან დაითხოვოს მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო და სპორტული დირექტორი რამონა მონჩი.
დედაქალაქური კლუბის დამრიგებლის პოსტზე რომაელები განიხილავენ მაურიციო სარის, რომელიც განთავისუფლების ზღვარზეა ლონდონის „ჩელსიში“.
„რომას“ პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიმს პალოტა ორჯერ დაუკავშირდა ტელეფონით სარის, ლონდონში გამართულ შეხვედრაზე კი შესთავაზა გუნდის სათავეში ჩადგომა ზაფხულში, – ამის შესახებ წერს გაზეთი „ლა რეპუბლიკა“ (La Repubblica).
„რომა“ სერიაში A-ში მეხუთე ადგილზეა. „ჩელსი“ მეექვსე პოზიციაზეა პრემიერლიგაში.