„რომა“ ძვირად ღირებულ ვარსკვლავებს აღარ შეიძენს და ახალგაზრდა ტალანტების მოძიებას დაიწყებს
„რომა“ ძვირად ღირებულ ვარსკვლავებს აღარ შეიძენს და ახალგაზრდა ტალანტების მოძიებას დაიწყებს

„რომას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისიწინებით, სატრანსფერო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალოს, – იუწყება Sky Sport Italia.

იტალიური კლუბის მესვეურები ძვირად ღირებული ვარსკვლავების შეძენისგან თავს შეიკავებენ და აქცენტს ახალგაზრდა ტალანტების მოძიებაზე გააკეთებენ.

პაულო ფონსეკა და „რომას“ მენეჯერები იმედოვნებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელფასო ხარჯიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები ახლო მომავალში გუნდს კარგ დივიდენდებს მოუტანენ.

ახალი სატრანსფერო პოლიტიკის მიხედვით, დიდი ალბათობით, „რომაში“ ვერ ვიხილავთ არკადიუშ მილიკს, რომლის შეძენაც იტალიური კლუბის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოიაზრებოდა.