„რომა“ და „ნაპოლი“ დიეგო კოშტას წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს მართავენ, – იუწყება Football Italia.
გამოცემის ინფორმაციით, ორივე იტალიური კლუბი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.
დიეგო კოშტას კონტრაქტი მადრიდულ გუნდთან 2021 წელს იწურება და „ატლეტიკო“ შეეცდება, რომ ფეხბურთელი მალევე სარფიანად გაასხვისოს, სანამ ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.
2019/2020 წლების სეზონში დიეგო კოშტამ ესპანეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.