დონეცკის „შახტარის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი მარკოს ანტონიო „რომას“ სამიზნე გახდა, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
გამოცემის ინფორმაციით, რომაელები 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენას გასულ ზაფხულშიც შეეცადნენ, თუმცა მხარეებმა შეთანახმებას ვერ მიაღწიეს და ეს ტრანსფერი ჩაიშალა.
მიმდინარე სეზონში მარკოს ანტონიომ 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.