„როლან გაროსზე“ წვიმის გამო სათამაშო დღე გაუქმდა
„როლან გაროსზე“ წვიმის გამო სათამაშო დღე გაუქმდა

უამინდობის გამო, მთლიანად ჩავარდა სათამაშო დღე „როლან გაროსზე“. დაგეგმილი მეოთხედფინალები მამაკაცებისა და ქალების ბადეში 6 ივნისს, ხუთშაბათს გაიმართება.

სიმონა ჰალეპისა და ამანდა ანისიმოვას, აგრეთვე მედისონ კისისა და ეშლი ბარტის მეოთხედფინალური მატჩები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეოთხედფინალები მამაკაცების ბადეში – ნოვაკ ჯოკოვიჩი-ალექსანდრ ზვერევი და დომინიკ ტიმი-კარენ ხაჩანოვი 15:30 საათისთვისაა ჩანიშნული.

გარდა ამისა, 6 ივნისს გაიმართება ორი ნახევარფინალი მიქსტში, აგრეთვე ქალთა წყვილების ერთი მეოთხედფინალი.