როლან გაროსს ჯერ გაუქმება არ ემუქრება
როლან გაროსს ჯერ გაუქმება არ ემუქრება

„დიდი სლემის“ მეორე ტურნირის – როლან გაროსის ორგანიზატორები ჩემპიონატის გაუქმების შესახებ ჯერ არ ფიქრობენ.

„როლან გაროსამდე კიდევ რამდენიმე თვეა. დღეს ჩვენ არ ვგეგმავთ ტურნირის გაუქმებას. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზებაზე, იხელმძღვანელებს მთავრობის მითითებებით“, – წერია საფრანგეთის ღია პირველობის პრესსამახურის განცხადებაში.

როლან გაროსი 2020 წელს 18 მაისიდან 7 ივნისამდე უნდა გაიმართოს.

უფრო ადრე, კორონავირუსის გავრცელების გამო, გაუქმდა ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსები“.