როლან გაროსის ტერიტორიაზე რაფაელ ნადალის ქანდაკება აღმართეს #1TVSPORT
როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმართეს ქანდაკება ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის საპატივცემულოდ, – იტყობინება საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური ვებგვერდი.
„წელს, როლან გაროსს სურს პატივისცემა გამოხატოს მოთამაშის მიმართ, რომელმაც ამ ტურნირის ყველაზე დიადი ისტორია დაწერა“, – წერია ვებგვერდზე.
გახსნის ცერემონიას თავად ნადალი ესწრებოდა, ასევე საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟილ მორეტონი და მოქანდაკე ჟორდი დიეზ ფერნანდესი. ქანდაკება დგას საჩოგბურთო კომპლექსის ახალი შესასვლელისა და მუშკეტერების ბაღის გვერდით.
34 წლის ესპანელი ჩოგბურთელი 13-ჯერ იყო როლან გაროსის ჩემპიონი, რაც აბსოლუტური რეკორდია.