როლან გაროსის ჩემპიონი 1.6 მილიონს მიიღებს
როლან გაროსის ჩემპიონი 1.6 მილიონს მიიღებს

ამასობაში, ცნობილი გახდა საპრიზო ფონდის განაწილება საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება.

როლან გაროსის კვალიფიკაციის მონაწილეები 27 პროცენტით მეტს მიიღებენ, ვიდრე 2019 წელს.

რეიტინგის დაბალ პოზიციებზე მყოფი ჩოგბურთელებისთვის ასეთი ფინანსური დახმარება კორონავირუსის პანდემიითაა განპირობებული. კვალიფიკაციის პირველ რაუნდში წაგებული 10 ათას ევროს მიიღებს – ეს თანხა შარშანდელზე 42 პროცენტით დიდია.

ერთეულებში როლან გაროსის ჩემპიონს 1.6 მილიონ ევროს მისცემენ, ფინალისტს – 850 ათასს. ძირითადი ბადის პირველ წრეში წაგებულს ერგება 60 ათასი ევრო – ეს თანხა 30 პროცენტით მაღალია 2019 წლის მაჩვენებელზე.

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 18.2 მილიონ ევროს უდრის.