როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი დაამონტაჟეს
როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავი დაამონტაჟეს

ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის არენის – როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე უამინდობის გამო მატჩები აღარ გადაიდება. ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე მოძრავი სახურავი გაჩნდა.

„სამუშაოები დათქმულ ვადაზე ერთი თვით ადრე დასრულდა. სახურავი მზად არის!” – დაწერა ფრანგული ტურნირის პრესსამსახურმა ოფიციალურ „ტვიტერში”.

გასულ წლებში როლან გაროსის მატჩები ხშირად გადაჰქონდათ წვიმის გამო, რაც ჩოგბურთელებისა და გულშემატკივრების კრიტიკას იწვევდა. „დიდი სლემის” დანარჩენ სამ ტურნირზე უკვე დიდი ხანია იყენებენ მოძრავ სახურავებს.

2020 წელს საფრანგეთის ღია პირველობა 24 მაისიდან შვიდ ივნისამდე გაიმართება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან – რაფაელ ნადალი და ეშლი ბარტი.