როლან გაროსის ტურნირზე ქალებმაც დაიწყეს 1/16 ფინალი. ჯერჯერობით, ქალთა ბადეში ყველაზე დამაჯერებლად მსოფლიოს მეორე ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი გამოიყურება, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ერთი სეტის “მშრალი” ანგარიშით მოგება. ამჯერად, მან საათსა და 19 წუთში ფრანგი პოლინ პარმენტიე გაანადგურა – 6:0, 6:3.
მორიგმა დღემაც არ ჩაიარა სენსაციის გარეშე. ამჯერად, ნაკლებად ცნობილმა რუმინელმა მიჰაელა ბუზარნესკუმ მოუგო მეოთხე ნომერს ელინა სვიტოლას. უკრაინელი პირველ სეტში უშანსოდ დარჩა, სამაგიეროდ, მეორეში ვალდებული იყო მოეგო: ორჯერ იგებდა ბრეიკით, სეტზე აწვდიდა, სეტბოლი ჰქონდა, თუმცა, ბუზარნესკუმ ამ ყველაფერს გაუძლო, 4:5-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო და პირველივე მატჩბოლით მოამთავრა საქმე.
პარასკევს ქალთა ბადეში გამართული მატჩების შედეგები:
სტრიკოვა (ჩეხ, 26)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 6:3
პუტინცევა (ყაზ)-კ. ვანგი (ჩინ) 1:6, 7:5, 6:4
კისი (აშშ, 13)-ოსაკა (იაპ, 21) 6:1, 7:6(7)
ბუზარნესკუ (რუმ, 31)-სვიტოლინა (უკრ, 4) 6:3, 7:5
კასატკინა (რუს, 14)-საკარი (საბ) 6:1, 1:6, 6:3
ვოზნიაცკი (დან, 2)-პარმენტიე (საფ) 6:0, 6:3