8 – პეტრა კვიტოვა რვაწლიანი შესვენების შემდეგ, პირველად გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში. 2012 წელს ჩეხი ნახევარფინალშიც გავიდა, მას შემდეგ კი მერვედფინალზე უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებდა. ტურნირის შემდეგ, კვიტოვა რეიტინგის ტოპ-ათეულში დაბრუნდება.
2 – მეოთხედფინალში ორი ისეთი ჩოგბურთელია, რომლებიც ასევე წყვილების ბადეს შემორჩნენ – სოფია კენინი და იგა სვიატეკი. კენინი ბეტანი მატეკთან ერთად კრეიჩიკოვასა და სინიაკოვას წყვილს შეხვდება ნახევარფინალში გასასვლელად. სვიატეკი ნიკოლ მელიხართან წყვილში მუჰამადისა და პეგულას დუეტს დაუპირისპირდება. ბოლო ჩოგბურთელი, ვინც როლან გაროსი ერთეულებსა და წყვილებში მოიგო, მერი პირსი იყო 2000 წელს.
5 – ქალთა ტურნირის მეოთხედფინალში ხუთი განუთესავი ჩოგბურთელია, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.
1/8 ფინალი
სვიატეკი (პოლ)-ჰალეპი (რუმ, 1) 6:1, 6:2
სვიტოლინა (უკრ, 3)-გარსია (საფ) 6:1, 6:3
კენინი (აშშ, 4)-ფერო (საფ) 2:6, 6:2, 6:1
ტრევისანი (იტა)-ბერტენსი (ნიდ, 5) 6:4, 6:4
კვიტოვა(ჩეხ, 7)-ჟანგი (ჩინ) 6:2, 6:4
ჟაბორი (ტუნ, 30)-კოლინზი (აშშ) გადაიდო
პოდოროსკა (არგ)-კრეიჩიკოვა (ჩეხ) 2:6, 6:2, 6:3
ზიგემუნდი (გერ)-ბადოსა (ესპ) 7:5, 6:2
1/4 ფინალი
სვიატეკი (პოლ)-ტრევისანი (იტა)
სვიტოლინა (უკრ, 3)-პოდოროსკა (არგ)
ჟაბორი (ტუნ, 30)/კოლინზი (აშშ)-კენინი (აშშ, 4)
კვიტოვა(ჩეხ, 7)-ზიგემუნდი (გერ)