„ინდიანა“, რომელმაც ივნისის დასაწყისში დაითხოვა ნეიტ ბიორკგრენი, ახალ მთავარ მწვრთნელზე ჩამოყალიბდა.
როგორც ESPN იტყობინება, „პეისერსს“ სათავეში ჩაუდგება რიკ კარლაილი. 61 წლის სპეციალისტი კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 29 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ამ კვირას „ინდიანა“ გეგმავდა გასაუბრებას რამდენიმე კანდიდატთან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც კლუბმა სწრაფად მიაღწია შეთანხმებას კარლაილთან, თან არ დაუშვა მილაპარაკებების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა.
შეგახსენებთ, რომ ივნისში კარლაილმა დატოვა „დალასის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 13-წლიანი მუშაობის შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით, „მავერიქსი“ პირველად და ერთადერთხელ გახდა თავის ისტორიაში NBA-ის ჩემპიონი. ეს 2011 წელს მოხვდა.
კარლაილი „პეისერსში“ ბრუნდება 14 წლის შემდეგ. ის გუნდს 2003-07 წლებში წვრთნიდა.