როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალს „დიდი სლემის“ ტურნირის მეოცედ მოგება მიულოცა
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ესპანელ რაფაელ ნადალს როლან გაროსზე გამარჯვება მიულოცა. ამ ტრიუმფით ნადალმა გაიმეორა შვეიცარიელის რეკორდი, რადგან ესპანელისთვისაც ეს იყო „დიდ სლემზე“ რიგით მე-20 გამარჯვება.
„ყოველთვის პატივს ვცემდი ჩემს მეგობარ რაფას – როგორც ადამიანსა და როგორც ჩემპიონს. ის ჩემი უდიადესი მოწინააღმდეგეა მრავალი წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუბიძგებთ იქითკენ, რომ ვიყოთ საუკეთესო მოთამაშეები. ამიტომაც, ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო მას „დიდი სლემის“ ტურნირებზე მე-20 გამარჯვება. განსაკუთრებით გასაოცარია ის, რომ მან როლან გაროსზე მე-13 ტიტული მოიგო. ეს დაუჯერებელია. ეს არის ერთ-ერთი უდიადესი მიღწევა მთლიანად სპორტის ისტორიაში. ასევე ვულოცავ მის გუნდს, რადგან არავის შეუძლია ეს მარტო გააკეთოს. ყოჩაღ, რაფა. შენ ეს დაიმსახურე“, – დაწერა თავის „ინსტაგრამზე“ ფედერერმა.