შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა „როლან გაროსზე“ მესამე ბარიერი გადალახა – სამ სეტში დაამარცხა ნორვეგიელი კასპერ რუუდი და მერვედფინალში გავიდა.
ეს მატჩი 37 წლის ფედერერისთვის მე-400 იყო „დიდი სლემის“ ტურნირებზე. როჯერი პირველი ჩოგბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. აქამდე ერთეულებში ასეთი რაოდენობის მატჩი არც კაცებში და არც ქალებში არავის ჰქონია.
ფედერერმა თავისი პირველი მატჩი 1999 წლის 25 მაისს ჩაატარა. მაშინ მან „როლან გაროსზე“ პატრიკ რაფტერთან ოთხ სეტში წააგო.
როჯერ ფედერერი „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონია.