ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მორიგი სტატისტიკური მიღწევის ავტორი გახდა – ის არის პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც ჯამში 500 კვირა გაატარა ATP-ის კლასიფიკაციის TOP2-ში.
შვეიცარიელი პირველად 2003 წლის აგვისტოში ავიდა მეორე პოზიციამდე (პირველი 2004 წლის თებერვალში გახდა). მას შემდეგ, მან ზუსტად 500 კვირა გაატარა ხან პირველ და ხან მეორე ადგილზე. აქედან 308 კვირა კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე მოდის.
აღვნიშნავთ, რომ TOP2-ში ყოფნის ხანგრძლივობით მეორე ადგილი უჭირავს ფედერერის კარიერაში მთავარ კონკურენტს – ესპანელ რაფაელ ნადალს. მისი მაჩვენებელი 445 კვირას შეადგენს.