ამერიკულმა ჟურნალმა ‘თაიმმა’ (Time) თავის ოფიციალურ გვერდზე 2018 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოაქვეყნა. ამ სიაში მოხვდა ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, რომელიც მეორე ადგილზეა ATP-ის რეიტინგში.
36 წლის ჩოგბურთელის გარდა, ამ ჩამონათვალში სპორტის სამყაროს წარმოადგენენ სნოუბორდში 17 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ჰლოე კიმი, კრიკეტის მოთამაშე ვირათ კოჰლი, მოციგურავე ადამ რიპონი, კალათბურთელი კევინ დურანტი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ჯეი ჯეი უოტი.