როჯერ ფედერერი „როლან გაროსიდან“ მოიხსნა #1TVSPORT
როჯერ ფედერერი „როლან გაროსიდან“ მოიხსნა #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობიდან მოიხსნა. ინფორმაცია როლან გაროსის პრესსამსახურმა გაავრცელა, მოგვიანებით კი თავად ლეგენდამაც საკუთარ ტვიტერზეც დაადასტურა.

როჯერმა ტურნირზე სამი წრე გავლა მოახერხა. გერმანელ დომინიკ კიოპფერთან გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ 7:6 (7:5), 6:7 (3:7), 7:6 (7:4), 7:5, რომელმაც თითქმის ოთხ საათს გასტანა, ფედერერმა განაცხადა, რომ იგი დიდი დატვირთვებისთვის მზად არ იყო და შესაძლოა ტურნირიდან მოხსნილიყო, რათა უიმბლდონისთვის კარგად მომზადება მოესწრო. ფედერერს ტურნირის მერვედფინალში იტალიელ მატეო ბერეტინისთან უნდა ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა შარშან მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა და მთელი სეზონის გამოტოვება მოუხდა. წელს კი „როლან გაროსი“ მისი მესამე ტურნირი გახლდათ.