ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კომენტარი გაუკეთა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან თავის მეტოქეობას.
„მე მომწონს ნოვაკთან თამაში. სხვადასხვა სათამაშო სტილი გვაქვს, ყოველთვის ვაიძულებთ ერთმანეთს – მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ხანდახან ნოვაკი საოცარ თამაშს აჩვენებს და შეცდომებს არ უშვებს. ეს განწყობაზეა დამოკიდებული.
შემიძლია ვთქვა, რომ ჯოკოვიჩი – ერთ-ერთი უდიადესია ისტორიაში. მან პროგრესირება მაიძულა“, – განაცხადა ფედერერმა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ მე-18 ტურნირი მოიგო და მიუახლოვდა ფედერერსა და რაფაელ ნადალს, რომლებსაც 20-20 ტიტული აქვთ.