შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღიას მერვედფინალში სტეფანოს ციციპასთან წაგების შემდეგ განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში გრუნტის ტურნირებზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 და 2018 წლებში ფედერერმა გამოტოვა გრუნტის სეზონი. როგორც ვარაუდობენ, შვეიცარიელის გრუნტზე დაბრუნება იმით არის განპირობებული, რომ როჯერს სურს, კარიერის დასრულების წინ „როლან გაროსის“ პუბლიკას გამოეთხოვოს.
ფედერერმა ციციპასთან ოთხ სეტში წააგო – 7:6(11), 6:7(3), 5:7, 6:7(5).
2019 წელს, გრუნტის სეზონის მთავარი ტურნირი – „როლან გაროსი“ 26 მაისს დაიწყება.