როჯერ ფედერერი 2019 წელს გრუნტზე დაბრუნებას აპირებს
როჯერ ფედერერი 2019 წელს გრუნტზე დაბრუნებას აპირებს

„დიდი სლემი“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი 2019 წელს, გრუნტის ტურნირებზე თამაშს გეგმავს, – წერს გაზეთი Daily Express.

დაზუსტებული არ არის, მაგრამ შვეიცარიელი ლეგენდა რომსა და ბარსელონაში ითამაშებს და ამ ტურნირებს „როლან გაროსისთვის“ მოსამზადებლად გამოიყენებს. წერენ, რომ ფედერერის გამოსვლა გრუნტზე იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ფიზიკურ ფორმაში იქნება ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსების“ შემდეგ.

„არ გამიკვირდება, თუ ფედერერი „როლან გაროსზე“ ითამაშებს. მას უყვარს პარიზი და იქ უკვე ორი წელია არ უთამაშია. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ შეიძლება მან ცუდად ითამაშოს გრუნტზე. ერთადერთი პრობლემა ტურნირებზე გამოსვლის გრაფიკია. მან დასვენებისთვის დრო უნდა გამონახოს“, – განაცხადა ფედერერის ყოფილმა მწვრთნელმა პოლ ანაკონმა.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერს 2017 და 2018 წლების სეზონებში, გრუნტზე არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.