„როიტერი“ - მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრი რიჩარდ რანდრიამანდრატო თანამდებობიდან გაათავისუფლეს გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერის გამო, რომელიც უკრაინაში რუსეთის ანექსიას გმობდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე 12 ოქტომბერს 143-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ანექსია დაგმო. წინააღმდეგ მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია. მადაგასკარი ამ დრომდე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კენჭისყრაზე გატანილ სხვადასხვა რეზოლუციაზე თავს იკავებდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, მადაგასკარის პრეზიდენტმა ენდრი რაჟოლინამ რიჩარდ რანდრიამანდრატო სწორედ აღნიშნულ კენჭისყრაზე უკრაინის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმის გამო გაათავისუფლა.