„როიტერი“ - გერმანიის მთავრობა ბუნდესლიგის განახლების უფლებას 15 მაისს გასცემს
„როიტერი“ - გერმანიის მთავრობა ბუნდესლიგის განახლების უფლებას 15 მაისს გასცემს

გერმანიის ჩემპიონატი უახლოეს პერიოდში გაგრძელდება, – დაწერა სააგენტო „როიტერმა“.

წყაროს ცნობით, ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება – მისცეს გერმანულ კლუბებს საფეხბურთო მატჩების განახლების უფლება. ბუნდესლიგის რესტარტისთვის აირჩიეს 15 მაისი. ოფიციალურად ამის შესახებ ოთხშაბათს, გერმანიის მთავრობის სხდომაზე გამოცხადდება. იტყობინებიან, რომ თამაშები მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ორი დღით ადრე, პირველი და მეორე ბუნდესლიგის კლუბებში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. 1724 ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ 10 იყო.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში დაფიქსირებულია ინფიცირების 166 ათასი შემთხვევა, შვიდი ათასი ადამიანი გარდაიცვალა.